შემოუერთდით
Innovecs
GEORGIA-ს

ჩვენი ვაკანსიები

Innovecs-ის შესახებ

ჩვენ ვართ გლობალური ციფრული ტრანსფორმაციის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებების დახმარებით, უკვე ათ წელზე მეტია ეხმარება ბიზნესებს მსოფლიოს გარშემო, პროცესების ავტომატიზაციასა და შემოსავლების გაზრდაში.

ჩვენს ექსპერტებით დაკომპლექტებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს რათა ერთად შევქმნათ ინოვაციური პროდუქტი.
13
ლოკაცია მსოფლიო რუკაზე
850+
პროფესიონალი
94%
Middle და Senior ინჟინრები
60+
პროექტი პორტფოლიოში
TOP 100
ზედიზედ ოთხი წელი, IAOP-ის TOP 100 საუკეთესო გლობალური აუთსორსინგის კომპანიის სიაში
127%
ზრდა ბოლო სამი წლის მანძილზე

რატომ უნდა შემოუერთდეთ Innovecs-ს

სანდო და წარმატებული კომპანია
ათწლეულზე მეტი ბაზარზე და 100-ზე მეტი კლიენტისათვის განხორციელებული 60-ზე მეტი პროექტი. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კერძო (Inc. 5000) და გლობალური აუთსორსინგის კომპანია (IAOP).
კარიერული განვითარება
Innovecs-ში შეგიძლიათ განვითარდეთ ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, მაგალითად შეიცვალოთ მიმართულება დეველოპერობიდან - delivery მენეჯერობისაკენ ან გახდეთ VP. რაშიც ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები, კურსები და სემინარები დაგეხმარებათ.
თქვენი ინტერესების წახალისება
Innovecs-ში შეგიძლიათ დაკავდეთ იმით რაც შთაგაგონებთ - იქნება ეს იოგა, ფეხბურთი, სირბილი, ჩოგბურთი თუ სხვა და ამავდროულად მიიღოთ საჩუქრები და თანაგუნდელების აღიარება
მხარდაჭერა ყველა სფეროში
შეგიძლიათ დაეყრდნოთ თქვენს გუნდსა და კომპანიას თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში; როგორც ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობიის საკითხებში, რასაც სპორტული მწვრთნელები და ფსიქოლოგები უზრუნველყოფენ, ასევე პროფესიულ და ფინანსურ საკითხებში, ტრენინგებისა და თანამშრომლების დახმარების პროგრამების ხელშეწყობით.
მოქნილი სამუშაო სივრცე
მოქნილი განრიგი და ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმი, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ ოფისიდან, სახლიდან ან სხვა ნებისმიერი ადგილიდან, საიდანაც გსურთ. ასევე, ჩვენ გვაქვს ინოვექსერებისათვის განკუთვნილი სპეციალური მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ქვეყნებს შორის რელოკაციაში დაგეხმარებათ.
პროფესიული ზრდა
პროფესიული ადაპტაციის პროგრამების ხელშეწყობით, თანამშრომლები სწავლასა და განვითარებას პირველივე სამუშაო დღიდან იწყებენ. მათ შეუძლიათ შემოუერთდნენ საერთაშორისო სერთიფიცირებისათვის მომზადების პროგრამას, მენტორების პროგრამას, ტრენინგებსა და ინდივიდუალური განვითარების დაგეგმვის პროგრამებს.
H2H ფილოსოფია
კომპანიაში ყველას აქვს თვითგამოხატვის თავისუფლება, ამასთანავე თქვენი გამოხმაურება და რჩევები ყოველთვის მისასალმებელია. ჩვენ გვაქვს ღია კარის პოლიტიკა და რეგულარული შეხვედრები ჩვენს ლიდერებთან, რათა მუდმივად გვესმოდეს ერთმანეთის.
პროგრამული ინჟინერიის ლიდერთა პლატფორმა
ჩვენ მუმივად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კოლაბორაციულ ზრდას და ჩამოვაყალიბოთ პროგრამული ინჟინერიის ლიდერთა წრე, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს თქვენს განვითარებას. ეს არის შთაგონების წყარო, საიდანაც მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და იდეების გაზიარება ხდება სხვადასხვა ღონისძიებებისა და ნეთვორქინგის საშუალებით.
გონებისა და ტალანტების სინერგია
ყველას შეუძლია პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ახალი ხედვებისა და იდეების შემოთავაზება; მაგ., როდესაც პერფორმანის გასაუმჯობესებლად გუნდში ვინმე გვთავაზობს უფრო ფართო ფუნქციონალით დატვირთულ ახალ არქიტექტურას ჩვენ განვიხილავთ, ვაანალიზებთ და ვახორციელებთ მას.
ღირებულებებით ცხოვრება
ჩვენი მთავარი ღირებულებებია Innovation, Insipration and Care. ჩვენი განსაკუთრებული DNA გამოხატულია თითოეულ ინოვექსერში, რომლებიც არიან: ჭკვიანები, პროფესიონალები, ჩართულები, კოლეგიალურები, ინოვაციურები, ფოკუსირებულები, შთამაგონებლები და მზრუნველნი.
ცხოვრების წესი და არა მხოლოდ სამსახური
ჩვენ მივიჩნევთ, რომ სამუშაო და დასვენება ცხოვრების თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტებია. ამიტომ, აუცილებელ სამუშაო პირობებსა და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობებთან ერთად, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ გუნდის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, დასვენებასა და პიროვნულ განვითარებაზე.
არსებითად მნიშვნელოვანი ბენეფიტები
Innovecs-ი უზრუნველყოფს გუნდს ჯანმრთელბის დაზღვევით, თიმ-ბილდინგის აქტივობებით, სოციალური ღონისძიებებითა და პერიოდული საჩუქრებით, Innovecs-ური ცხოვრების სტილის აღსანიშნავად.

კომპეტენციის სფეროები

LOGISTICS

TMS, WMS, SCM, მეთვალყურეობა რეალურ დროში, მარშუტისა & დატვირთვის დაგეგმვა.

HEALTHTECH

გაზიარებული საინფორმაციო ბაზა, AI, ონლაინ კონსულტაცია, დეშბორდის ვიზუალიზაცია

MEDIA & AD TECH

მაღალი დატვირთვა, მონაცემების დამუშავება/ანალიზი, ტრეფიკის სეგმენტაცია, აუქციონი რეალურ დროში.

FINTECH

მონაცემების კონსოლიდაცია, სისტემის მოდერნიზაცია, ფულადი ნაკადების ოპტიმიზაცია.

GAMING & ENTERTAINMENT

2D/3D ანიმაციები, იმერსიული AR/VR/MR, მონეტიცაზია

RETAIL & E-COMMERCE

კომპიუტერული ხედვა, ხელოვნური ინტელექტი, თაღლითობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, საცალო ვაჭრობის მენეჯმენტის სოფტი.

SUPPLY CHAIN

ციფრული მიწოდების ქსელები, მონაცემთა ანალიტიკა, მიწოდების ჯაჭვის მეთვალყურეობა, მიწოდების ჯაჭვის ციფრული რეპლიკა, API-ზე მომუშავე ქსელები.

ჩვენი გუნდი

Zurab Iashvili, Country manager Georgia
ზურაბ იაშვილი
რეგიონალური მენეჯერი

Innovecs აერთიანებს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან, რაც შესანიშნავ პლატფორმას წარმოადგენს თქვენი კარიერის განსავითარებლად. გარდა ამისა, კომპანია ახდენს თანამშრომლების ჰობიების წახალისებას რომლებიც თავმოყრილია Innoclub-ში, რაც მთელ გამოცდილებას უფრო სახალისოს ხდის. Innovecs-ში ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს ფასეულობებით: ინოვაცია, შთაგონება და ზრუნვა, ასე რომ, ყველას მოუწოდებს გამოხატოს თავისი იდეები და დაძლიოს ბარიერები, ამავდროულად ჩვენ ყველანი ვზრუნავთ ერთმანეთზე. შედეგად, ყველა გრძნობს რომ მას უგებენ, მხარს უჭერენ და მოტივაციას აძლევენ რათა მეტი ისწავლოს და მეტად განვითარდეს.

ნათია ვერძაძე
ტალანტების მოზიდვის უფროსი სპეციალისტი

"Innovecs არის ჰაბი, რომელიც აერთიანებს უამრავ სუპერ პროფესიონალს სხვადასხვა უნარებით. აქ, ჩვენი გუნდის წევრებს, შეუძლიათ განვითარდნენ არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ, პიროვნულადაც, აიმაღლონ ცოდნა, უნარ-ჩვევები, პრობლემების გადაწყვეტის მიდგომები და ისწავლონ პრაქტიკული ქეისების საშუალებით. ეს არის გამორჩეული ადგილი, სადაც საერთაშორისო გარემოში შესაძლებელი ხდება კარიერული განვითარება.

Innovecs აქვს ბევრი სხვადასხვა ბენეფიტი, თუმცა მაინც Innoclub-სა და ჩვენს ქომიუნითში გაწევრიანებას გავუწევდი რეკომენდაციას, სადაც ზრუნავენ ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი ინტერესისა და ჰობის ადამიანისთვის მოიძებნება სპორტული და სხვადასხვა სახის აქტივობები, რომელსაც რეგულარული ხასიათი აქვს."

ჩვენი ოფისი

Innovecs-ში ფუნქციონირებს დისტანციური გუნდების და მუშაობის კულტურა. ამიტომ, ინოვექსერები სიამოვნებით მუშაობენ როგორც ჩვენი მყუდრო ჰაბებიდან, ასევე მათ მიერ არჩეული ლოკაციებიდან.

ჩვენი ღირებულებები

ჩვენ ვეყრდნობით სამ ძირითად ღირებულებას როგორც პროფესიულ ასევე პირად ცხოვრებაში, ესენია: INNOVATE, INSPIRE, CARE.
01
INNOVATE
ჩვენ ვაფასებთ პრო-აქტიურ და თავდადებულ ხალხს. გუნდში ყველას შეძულია რომ დანერგოს ახალი მიდგომები ან Innoclub-ში დააფუძნოს წრეები.
02
INSPIRE
ჩვენ შთავაგონებთ ერთმანეთს ჩვენი მიღწევებით, ოცნებებითა და მიზნებით. ერთად ვემზადებით მარათონებისთვის, ვიგებთ პრესტიჟულ პროფესიულ ჯილდოებს და მოტივაციას ვაძლევთ ერთმანეთს რომ მეტი ვისწავლოთ და მეტად განვვითარდეთ.
03
CARE
ჩვენთვის, ზრუნვა ნიშნავს სურვილს დაეხმარო სხვებს, დეტალებზე ყურადღების გამახვილებას, თანამიმდევრულობას და მზადყოფნას რომ გაიზიარო პასუხისმგებლობა ერთობლივ ნამუშევარზე. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი გუნდის წევრების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე და შესაბამისად უზრუნველვყოფთ მათ ამისათვის ყველა საჭირო ატრიბუტით.

ჩვენი ჯილდოები

inc-5000 5 years in a row

იპოვნეთ თქვენთვის იდეალური სამსახური

გამოაგზავნეთ თქვენი CV, ჩვენ დაგიკავშირდებით როგორც კი გვექნება შესაბამისი ვაკანსიები.